Monday, May 17, 2010

საინგილო(ჰერეთი)


საინგილო კახეთის აღმოსავლეთით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მდებარეობს და კახის, ბელაქნის და ზაქათალას რაიონებისაგან შედგება. იგი ლანდშაფტურად კახეთის გაგრძელებას წარმოადგენს. საინგილოს ტერიტორია მოიცავს კახეთის, კავკასიონისა და ალაზნის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილს, შიურის დაბალ ქედსა და აჯინოურის ვაკეს.საინგილო ისტორიული ჰერეთის აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენს. არაგვისა და მტკვრის აღმოსავლეთით მდებარე საქართველოს, ისტორიულად კახეთი, კუხეთი და ჰერეთი ერქვა. კახეთი მხარის ჩრდილო ნაწილს ერქვა, კუხეთი დასავლეთს, ხოლო ჰერეთი – აღმოსავლეთს. ტერმინი “კუხეთი” მე-8-9 საუკუნეებში გაქრა, ხოლო ტერმინ “ჰერეთის” ხმარება მე-15 საუკუნიდან წყდება. საბოლოოდ მთლიან მხარეს კახეთი ეწოდა.

http://www.ambioni.ge/saingilo/

hereti


1 comment:

  1. რა ხდება ნეტავ დღევანდელ ჰერეთში?... იმედია მოგვითხრობთ...

    ReplyDelete